ერთი დაღუპული და ათობით დაშავებული - საპროტესტო აქცია ერაყში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციაზე შეკრებილებმა, სწორედ გაზით, ბაღდადში გასულ წელს პოლიციის მიერ 150 დემონსტრანტის მკვლელობა გააპროტესტეს.