18 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
50 ათასი ევაკუირებული ადამიანი - კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში მეხანძრეები მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ტყეში დაწყებული ხანძარი დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა. ევაკუირებულია 50 ათასამდე ადამიანი. ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაიწვა რამდენიმე ათასი კვადრატული მიწა, განადგურებულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი.

ამ ეტაპზე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სტიქიის ზონაში რამდენიმე ასეული მეხანძრეა მობილიზებული. ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენებისა და საჰაერო წყლის ტანკერების დახმარებითაც ცდილობენ, თუმცა ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი უშლის ხელს.

კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის გამო ნახევარ მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სტიქიის ზონაში მდებარე სკოლებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, შტატში კი საგანგაშო მდგომარეობაა.

კალიფორნიაში ასეთი მასშტაბური ხანძრის გაჩენის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სტიქია შტატში გასულ წელსაც მოხდა, მაშინ ხანძარს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა ტყის მასივი და საცხოვრებელი სახლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები