25 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
"მსგავსი სისულელეები საზღვარს გადასცდა"- გახარია მეუფე იაკობის სკანდალურ ბრალდებაზე

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" სხვა მაღლაჩინოსნებთან ერთად, ილია მეორის საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოგდების მცდელობაში და "ციანიდის" საქმის დაგეგმვაში დაადანაშაულა, გახარიამ ზუგდიდიდან უპასუხა.  მან საპატრიარქოს მაღალი იერარქის განცხადებებს უხერხული უწოდა და განაცხადა, რომ ეს სისულელეები უკვე საზღვარს გადავიდა:

"პირველად გავიგე ცოტა შოკირებული ვარ, ეს მეუფე, ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა ჩამოვაგდებო... როგორ გინდათ ამაზე კომენტარი გავაკეთო? სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი არის ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის წარსული, დღევანდელი დღის და მომავლის სიმბოლო, მე არაერთხელ აღვნიშნე, ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას კრავს. შესაბამისად ამ სისულელეებზე უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ.

რატომ აკეთებს  მეუფე ასეთ განცხადებებს, მეუფეს ჰკითხეთ, მსგავსი სისულელეები საზღვარს გადაცდა. არ ვადასტურებ, სისულელეებზე ნუ მეკითხებით.

მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას უნდა დაანებოს ყველამ თავი და ყველამ თავისი საქმე აკეთოს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები