20 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
"ჩვენი ტერიტორიები რაც დავკარგეთ ომით, უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით"- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ოკუპაციასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი იქნება მშვიდობიანი და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული, აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გაჟღერებული მუქარის საპასუხოდ გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ყველა სახის რეაქცია ჩვენი მხრიდან იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული და მათთან სრულ სინქრონში. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს ჩვენი ყოველდღიური შრომით, იმით, რომ ეს ქვეყანა იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და მიმზიდველი. ჩვენ ჩვენი ტერიტორიები რაც დავკარგეთ ომით, უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის ძირითადი საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ყველა ის გამოწვევა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საუბედუროდ ყოველდღე ხვდებიან, ყველა ამ ნაბიჯზე ჩვენი პასუხი იქნება პრაგმატული, ცივი გონებით, მშვიდობიანი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები