25 აპრილი 2024,   11:44
ვრცლად
ბიზნესსშეწირული ადამიანების ჯანმრთელობა რუსთავში - პრობლემა რომლის მოგვარებასაც ვერცერთი მთავრობა ვერ ახერხებს

შაკო ჯანიაშვილი უკვე 22 წელია რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ქალაქში ინდუსტრიული წარმოება გარემოს იმდენად აბინძურებს, რომ ცხოვრება ყოველდღიურად უფრო გაუსაძლისი ხდება. სწორედ გარეჯის ქუჩა ბინძურდება ყველაზე მეტად, რადგან ის საწარმოო ზონიდან პირველი დასახლებაა და ქარხნებიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარეობს.


საზოგადოების ყურადღების მისაქცევად სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გვერდი შექმნეს სახელწოდებით - "გავიგუდეთ". ამ ფორმით ადგილობრივები ხელისუფლებას პრობლემას ახსენებენ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

წარმოების გარემოზე ზემოქმედება რუსთაველმა ეკოაქტივისტებმა შეისწავლეს. დეტექტორი რომელმაც ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა გარეჯის ქუჩაზე ორი დღის წინ დააყენეს. მონაცემების მიხედვით მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში დაშვებულ ნორმაზე 8-10 ჯერ მაღალია.

ეკოაქტივისტები ჰაერის 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. შედეგების ნახვა კი, ონლაინ რეჟიმში, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. მოძრაობა "გავიგუდეთს" ლიდერი, ირწმუნება, რომ ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი მოწყობილობა უცხოური, სერტიფიცირებული კომპანიისგან შეიძინეს.

პრობლემის აქტუალობას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც აღიარებენ. უწყებაში ამბობენ, რომ რუსთავში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი მათ მიერ დამონტაჟებულმა სტაციონალურმა სადგურმაც აჩვენა. მათივე თქმით, მსგავსი პრობლემური მდგომაროება ქალაქში მუდმივი არ დგას და რუსთავში ჰაერი მხოლოდ პერიოდულად ბინძურდება.

პრობლემა ქალაქ რუსთავში წლებია აწუხებთ, თუმცა კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს. საკითხის გადაჭრამდე, რუსთაველები ცხოვრებას კვლავ დაბინძურებულ გარემოში აგრძელებ.

დღის ამბები