20 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
"ეს იყო უმძიმესი საქმე, რომელიც შსს-მ გამოიძია ღირსეულად" - გიორგი გახარია სმიტების მკვლელობაზე

გიორგი გახარია ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ღირსეულად გამოიძია და კითხვის ნიშნები არ არსებობს.  

"ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი საქმე, რომელიც შსს-მ გამოიძია ღირსეულად. სმიტების ოჯახთან, ადვოკატებთან, დეტექტივებთან, ჩვენს საერთაშოროსო პარტნიორებთან, დეტალურად გვაქვს გავლილი. არცერთი კითხვა არ არსებობს  და ვერც იარსებებს, რადგან საქმე არის საუკეთესოდ გამოძიებული," - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში გასამართლებულ მალხაზ კობაურს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში მიაქვს.

 

დღის ამბები