25 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
"დღევანდელი რეალობით სამწუხაროდ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს" - არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

სამების საკათედრო ტაძარში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე წირვას ვერ დაესწრო. დღეს არც პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო გამოჩენილა.

მრევლისთვის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა იქადაგა და ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"სამწუხარო რეალობა დღეს რაც გვაქვს არის, რომ  ერთობისგან ძალიან შორს ვართ. განვიკითხავთ ერთმანეთს, სასულიერო პირებს, საზოგადო მოღვაწეებს და პოლიტიკოსებს. განკითხვა არ არის ჩვენი საქმე. უფალი ბრძანებს, რომ არ განვიკითხოთ და მტერიც უნდა გვიყვარდეს. მაგრამ დღევანდელი რეალობით ჩვენ ერთმანეთიც არ გვიყვარს. ღმერთმა შეგვინდოს და გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული. რამდენი ცოდვა გროვდება და ეს არის ამ ყველაფრის შედეგი. თუ ჩვენ არ დავდგებით ღმერთთან და არ მოვინანიებთ, სამწუხაროდ, არაფერი არ გვეშლება,“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა ქადაგებისას.

დღის ამბები