26 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
"ჩემი მონაწილეობით მთავრობის წევრებთან შეხვედრა არ ყოფილა" - მეუფე გრიგოლი

"ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. მე ვერ ვიტყვი, რომ მეუფე იაკობი მართალს ამბობს, ნახევარ მართალს ამბობს. ეს მას ალბათ სინოდმა უნდა ჰკითხოს,"-  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

"ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. მე ვერ ვიტყვი მეუფე იაკობი მართალს ამბობს, ნახევარ მართალს ამბობს, ეს მან იცის და მას უნდა ჰკითხოთ. მას უნდა ჰკითხოს ალბათ სინოდმა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ბუნებრივია, როდესაც საკითხი ეხება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას, ალბათ უნდა დადგეს დღის წესრიგში და იყოს განხილვის საგანი. მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს, თუ მიიჩნევს საკმარისად მსჯელობის ღირსად ამ თემას,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური  მას პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები  სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.

 

დღის ამბები