20 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემები სხვა სივრცეში მსჯელობით ვერ გადაწყდება, ამით სინოდი უნდა დაინტერესდეს - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის თქმით, მეუფე იაკობის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა სინოდი უნდა დაინტერესდეს.

როგორც მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემები სხვა სივრცეში მსჯელობით ვერ გადაწყდება.

"რაკი მღდელმთავარამა ასეთი განცხადება გააკეთა, ალბათ დაინტერესდება ყველა ვისაც ეს ეხება, მაგრამ უპირველესად უნდა დაინტერესდეს წმინდა სინოდი. ეს არის ის ადგილი, ის ერთობა, ის შეკრება, ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა და განხილულ იქნეს ნებისმიერი საკითხი, რაც ეკლესიის მოწყობას, მის კეთილდღეობას თუ გარკვეული პრობლემების დაყენებას და მათზე მსჯელობას ეხება. სხვაგან, არც მედიაში, არც სხვა საზოგადოებრივ სივრცეში ეს საკითხები, რაც არ უნდა ბევრი იყოს მათზე მსჯელობა, არ და ვერ გადაწყდება,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დღის ამბები