23 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
არასრულწლოვან შვილზე ზეწოლისთვის დაკავებული მამა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

მამა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ოჯახი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ჩასულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს მომხდარ ინციდენტს არ უდასტურებს.

თუმცა მომხდარ ფაქტზე საუბრობს სკოლის დირექტორი. მისი თქმით, 16 წლის გოგონას იძულებით გათხოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მათ პოლიციამ მიაწოდა.

როგორც ირკვევა, იძულებითი ქორწინების თავიდან ასაცილებლად 112-ში  გოგონამ თავად დარეკა და შველა ითხოვა. ის ამჟამად თავშესაფარშია გადაყვანილი.

ორივე მშობელზე კი შემაკავებელი ორდერია გაცემული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ელის.

დღის ამბები