18 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
კურტ კობეინის მოსაცმელი აუქციონზე 334 ათას დოლარად გაიყიდა

"ნირვანას" სოლისტის  კურტ კობეინის ჟაკეტი 334 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონი "როკ-ენ-როლი​ს კერპები და ხატები" ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში გაიმართა.

ამერიკული როკ-ჯგუფის სოლისტს აღნიშნული მოსაცმელი თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე 1993 წელს გამართულ კონცერტზე ეცვა.

აუქციონის ორგანიზატორების ცნობით, ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული მოსაცმელი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.

 

დღის ამბები