25 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
მაშველებმა მტკვარში ცხედარი იპოვნეს

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ზე შესული შეტყობინების თანახმად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 300 არაგველის მემორიალის მიმდებარედ, მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი იყო ნაპოვნი.

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სამაშველო ასევე პოლიციის ეკიპაჟები.

მაშველებმა მყვინთავების დახმარებით, მტკვრიდან შუახნის კაცის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარნეულის რაიონის მკვიდრია. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შს სამინისტრომ გამოძიება. ცხედარს ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება. 

დღის ამბები