საქართველოს სამ რეგიონში, ლაგოხში, მარტვილსა და ადიგენში, საკრებულოს შუალედური არჩევნების კენჭისყრა დასრულდა.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა. ლაგოდეხში, აფენის თემში კანდიდატები "ევროპულ საქართველოს", "ქართულ ოცნებას" და "თავისუფალ საქართველოს" ჰყავდათ წარდგენილი.
ადიგენსა და მარტვილში კი, ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ მმართველი გუნდის კანდიდატი დახვდათ. ოპოზიციამ ამ ოლქებში კანდიდატი წარადგინა.
ცსკომ ცოტა ხნის წინ მედიას ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაცია გააცნო.