19 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
"სირცხვილიას" აქტივისტებმა 20 ივნისის აქციაზე დაშავებულებისთვის დაზარალებულების სტატუსის მინიჭება მოითხოვეს

20 ივნისს დაშავებულებისთვის დაზარალებულების სტატუსის მინიჭება "სირცხვილიას" აქტივისტებმა პარლამენტში კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციების ორგანიზატორები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრნენ და ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რატომ აქვს დაზარალებულის სტატუსი გაცილებით მეტ სამართალდამცველს, ვიდრე მშვიდობიან მოქალაქეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის თქმით, საკითხი მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს. ის სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დადონ მტკიცებულებები, რათა შესაბამისად და დროულად მიენიჭოთ მოქალაქეებს დაზარალებულის სტატუსი. 

დღის ამბები