20 აპრილი 2024,   09:49
ვრცლად
"გამოდიოდა მიშას სურათი და ეწერა: დავბრუნდები" - კიბერშეტევის საქმეზე რამდენიმე პირი დაიკითხა

კიბერშეტევა "აი პლიუსის"  ვებგვერდზე - კომპანიის დირექტორი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებაში უკვე იმყოფებოდა და გამომძიებლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია.

კახა სეფაშვილი ამბობს, რომ "აი პლიუსის" ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევა დაახლოებით პირველი საათისთვის განხორციელდა. როგორც სეფაშვილი ამბობს, საიტზე შესვლის დროს მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა წარწერით: "მე დავბრუნდები".  

"ჩვენს ვებგვერდზე შესვლა გახდა შეუძლებელი და ვებგვერდზე შესვლისას გამოდიოდა მიშას სურათი, რომელსაც ეჭირა ჩვენი დროშა და ეწერა I"ll be back. ამის შემდგომ დავრეკეთ 112-ში იმიტომ, რომ მივაწოდეთ ეს ინფორმაცია და მე ვიყავი შსს-ში გამოკითხვაზე. თუმცა გამოკითხვიდან რომ დავბრუნდი, გაირკვა, რომ ჩვენი საიტი ისევ არ არის ჩართული და როგორც მათ განგვიცხადეს, იმდენად გლობალურია და უკვე იმდენი საიტი დაზარალდა, რომ ფიზიკურად არ აქვთ რესურსი, რომ დროულად მოახდინონ პრობლემის აღმოფხვრა და ამ წუთშიც გათიშულია და მოლოდინი გვაქვს, რომ 10 საათამდე უნდა ჩაირთოს,"- განაცხადა კახა სეფაშვილმა. 

 

 

დღის ამბები