20 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
ოქროყანაში მცხოვრებმა 30-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო

თბილისის მერმა ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა. თბილისის მერმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც წლებია უკვე ადგილზე ცხოვრობენ, ფართების დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

"ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ ამ საცხოვრებელ სახლებში. ბევრი დევნილია, ბევრი ისეა შესახლებული სახლის გარეშე. ათეული წლებია ცხოვრობენ ეს ადამიანები და ვერ ახერხებდნენ ეს ფართები ყოფილიყო მათ საკუთრებში,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა ოჯახმა ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, მიიღო.

დღის ამბები