24 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე - ადიგენის დამაკვშირებელ გზაზე. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

გარდაცვლილია ორი ადამიანი, ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა. დაშავებული ახალციხის კლინიკა "იმედშია" გადაყვანილი.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები