დაიშის ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. საფრანგეთში, ისლამური სახელმწიფოს მეომრების შურისძიებას ელოდებიან.
ფრანგი სამართალდამცავები ტერორისტულ თავდასხმებს არ გამორიცხავენ, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს პოლიციის დამატებითი ძალები გააკონტროლებენ.
ალ ბაგდადის ლიკვიდაციის შემდეგ დაიშს ახალი ლიდერი ჰყავს. აბდულა ქარდაშიმ საქმეები უკვე ჩაიბარა.
ქარდაში ალ ბაგდადიმ ისლამური სახელმწიფოს წინამძღვარად სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე დანიშნა. ინფორმაცია გამოცემა ნიუსვიკმა გაავრცელა.