25 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით - ოპოზიციამ უმრავლესობის პროექტს მხარი დაუჭირა

ოპოზიციამ უმრავლესობის პროექტს მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ. ცვლილებებს კონსტიტუციაში იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი.

პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით სრული კონსესუსია, აზრთა სხვადასხვაობა ახლა მხოლოდ ბლოკებს და ბარიერს უკავშირდება. 

ევროპული საქართველოს მხარდაჭერა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ამ ცვლილებებს გარანტირებული აქვს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ამომრჩევლის დაკვეთა და ის მონაპოვარია, რაც ყველა სხვა თემას, მათ შორის ბლოკებისა და ბარეირების საკითხს - ევროპული საქართველოსთვის მეორე ხარისხოვანს ხდის.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახელისუფლებო მოდელს, რომლიც 2020 წელს ნულოვანი ბარიერის პიროებებში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს და საარჩევნო ბლოკებს გამორიცხავს მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობაც.

გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ რომან გოცირიძეს ოპოზიციის მიერ შეთავაზებული პროექტი უფრო მოსწონს და დარწმუნებულია, რომ ეს ვერსია სტაბილურს გახდიდა ქვეყნის მმართველობას.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ამბობს, რომ მთავარი საკითხი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა და ამაზე კონსესუსი მიღწეულია, თუმცა, რამდენიმე საათიან საკომიტეტო განხილვაზე მამუკა კაციტაძემ კიდევ ერთხელ სცადა უმრავლესობის დარწმუნება, რომ საარჩევნო ბლოკები დაუშვან. 

მმართველი გუნდის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მათი მოდელი დაბალანსებულია და პარტიების განვითარებას უზრუნველყოფს. "ქართულ ოცნებაში" მაღალი მხარდაჭერისა და ამ პროცესში ოპოზციის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კომიტეტებიდან მალე სიაზე გადავა, პლენარულ სხდომაზე საკითხს სავარაუდოდ მიმდინარე კვირას გაიტანენ.

დღის ამბები