19 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
ფრანგული კულინარიული კონკურსი - ბოკუს დორის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

ფრანგული კულინარიული კონკურსი - ჩემპიონატზე 8 მონაწილემ კონკურსის მთავარი ინგრედიენტის გამოყენებით, კერძი 5 საათსა და 35 წუთში უნდა მოამზადოს. კომპოზიცია ლანგარზე 3 გარნირთან და 2 სოუსთან ერთად მოათავსეს და ჟიურის წევრებს გააცნოს.

კომპეტენტური ჟიურიც მათ კერძის მომზადების ტექნიკით, ვიზუალური, გემოვნური თვისებებით და ინოვაციური მიდგომის მიხედვით შეაფასებს. სოსო ბოკუსის მოსაპოვებლად დანარჩენ 7 მონაწილესთან ერთად ფინალურ შეხვედრაზე იბრძოლებს.

ბოკუს დორი 1987 საფრანგეთში, სამზარეულოს პაპად აღიარებულმა – პოლ ბოკუზმა შექმნა. რევოლუციური და გასტრონომიული კონკურსის მთავარი იდეა ტალანტების აღმოჩენა იყო. დღემდე მსგავსი მასშტაბის კონკურსი კულინარიაში არ არსებობს. საქართველო მსოფლიო გასტრონომიული ჩემპიონატის რუკაზე წელს პირველად მოინიშნა. 

ახალი ტალანტების აღმოჩენის გარდა, ბოკუს დორი გასტრონომიული ტურიზმისა და შეფ-მზარეულის პროფესიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. კონკურსი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს, ტრადიციულ ფინალურ შეხვედრას ლიონში მართავს.

1000 აპლიკანტიდან შერჩეული 8 მონაწილე 2-3 ნოემბერს ფინალურ შეხვედრაზე "ექსპო ჯორჯიას" პავილიონში იასპარეზებენ. საუკეთესო გემოების ჯადოქრებს ჟიურის წევრებთან ერთად ბოკუზ დორის წარმომადგენლებიც შეაფასებენ. ვინც ოქროს ბოკუსს მოიპოვებს, ის ევროპის შესარჩევ კონკურსში საქართველოს წარადგენს. 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები