19 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
თევდორე მღდვლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაშავდა 1 მოქალაქე, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები