19 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
"ამ მისამართიდან შეტყობინება არ შემოსულა" - "თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი პირია დაშავებული. ის ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც, სავარაუდოდ, ბინის მეპატრონე, საცხოვრებელ სახლში შევიდა და ასანთი აანთო.

შემთხვევის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართული, სადაც აფეთქება მოხდა, ასევე დაზიანებულია კორპუსის მიმდებარედ მდგარი რამდენიმე ავტომობილი. 

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი, ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ ადგილიდან ბუნებრივი აირის სუნთან დაკავშირებით, კომპანიაში შეტყობინება არ შესულა.

"ამ წუთისთვის, შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები და წარმომადგენლები მუშაობენ აფეთქების ადგილას, მიმდინარეობს აფეთქების მიზეზების დადგენა. დაშავებულია მსუბუქად ერთი ადამიანი, რომელიც თავისი ფეხით ჩამოვიდა საცხოვრებელი ბინიდან, სადაც მოხდა აფეთქება და ჩემი ინფორმაციით, გადაიყვანეს ის ხეჩინაშვილის კლინიკაში...ამ მისამართიდან შეტყობინება არ შემოსულა " - ამბობს ნათია მიქიაშვილი.  

სტატისტიკის მიხედვით, რომელიც გურამიშვილის კორპუსის აფეთქების შემდეგ სპეციალისტებმა გაავრცელეს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო უბნად, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, სწორედ ჩუღურეთი სახელდებოდა.

 

დღის ამბები