25 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
ანაკლიის პორტის ბედი და კიდევ ერთი ინვესტორის უარი - ცქიტიშვილის განმარტება "მერიდიანის" წერილზე 

ანაკლიის პორტის მომავალი ისევ ბუნდოვანია - ერთ-ერთმა პოტენციურმა ინვესტორმა თანამშრომლობაზე უარი თქვა. კომპანიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა, სადაც ნათქვამია რომ ამ ეტაპზე ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ. "მერიდიანი" მთავრობისგან ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერებას ითხოვს.  

წერილთან დაკავშირებით, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო, განმარტება გააკეთა უწყების მინისტრმა. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სამინისტრო აღარ დაინტერესებულა იმ მიზეზებით, თუ რატომ მიიღო კომპანიამ მსგავსი გადაწყვეტილება. 

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ალტერნატიული ინვესტორები, რომლებთანაც ის მოლაპარაკებებს აწარმოებს. მინისტრი ამბობს, რომ არის რამდენიმე ფონდი, რომლებიც პროექტით არიან დაინტერესებული. თუმცა, მაია ცქიტიშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ არიან ეს ინვესტორები.

"ჩვენ გუშინ მივიღეთ "მერიდიანიდან" წერილი, რომელითაც გვატყობინებდა, რომ ამ ეტაპზე ის თავს შეიკავებდა, ანუ არ გააჩნია შესაძლებლობა. ეს არის ის ფორმულირება, რომელიც უშუალოდ "მერიდიანისგან" გვაქვს მიღებული. სიმართლე გითხრათ, ჩენ დეტალებით და ახსნა-განმარტებები არ მოგვითხოვია, ისევე როგორც მანამდე "კონტი ჯგუფისთვისაც" არ მოგვითხოვია. ეს არის ინვესტორის გადაწყვეტილება, ნება და არ არის ალბათ მიზანშეწონილიც კი, რომ დამატებით ინვესტორი შევაწუხოთ. რაც შეეხება მოლაპარაკებას, როგორც იცით, კონსორციუმი ახორციელებს მოლაპარაკებებს ინვესტორებთან და როგორც უშუალოდ კონსორციუმისგან ვიცით, არის რამდენიმე ფონდი, ინვესტორი, ვინც ამ პროექტით არის დაინტერესებული," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები