25 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი ქალის გარდაცვალების ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება

ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი  გამოეხმაურა. განცხადება ომბუდსმენის სახელით მისმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ გააკეთა:

"სახალხო დამცველი რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს მოუწოდებს აღკვეთოს ადამიანის ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები ამ ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც კვლავ არის რა თქმა უნდა პასუხისმგებელი მსგავს შემთხვევებზე და საერთაშორისო საზოგადოებას, მოუწოდებს ძალისხმევა არ დაიშურონ და გამოიყენონ ყველა შესაძლო გზა თუ საშუალება, რომ მოხდეს მოლაპარაკებების წარმოება და აუცილებლად გაიხსნას გადასასვლელი პუნქტები," - განაცხადა თამარ გვარამაძემ

შეგახსენებთ, ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა. 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს. ერთადერთი რეანომობილი კი რომელიც ცხინვალის საავადმყოფოს გააჩნია, ახალგორში დაგვიანებით ჩავიდა.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა, რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ, რეგიონში უკვე მწვავედ იგრძნობა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი.

დღის ამბები