25 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
15 წლის მოზარდი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს - "კურიერმა" ახალციხეში მომხდარი დანაშაულის დეტალები გაარკვია

პოლიციელები, რომლებსაც მოზარდზე ძალადობაში ადანაშაულებენ - "კურიერმა" ახალციხეში მომხდარი დანაშაულის დეტალები გაარკვია.

15 წლის მოზარდი "კურიერთან" იმ დაპირისპირების დეტალებს იხსენებს, რომელიც მას და მის თანატოლებს, სამოქალაქო ფორმაში მყოფ პოლიციელებთან მოუვიდათ. მე-10 კლასის მოსწავლე ყვება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამართალდამცველები ჯერ სიტვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მოულოდნელად ერთ-ერთმა სახეში ჩაარტყა.

ინციდენტი რესტორან "რაბათის" ეზოში დაიწყო. დაშავებული არასრულწლოვანი ამავე რესტორანში მყოფმა უცხო მამაკაცმა დაიცვა, ჩხუბში სხვებიც ჩაერთნენ. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის ორი ნასვამი თანამშრომელიც, ვანო ჩილინგარიშვილი და გიორგი ცისკარაძე. ცისკარაძე ამ დაპირისპირების შემდეგ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მკურნალობაზე უარი განაცხადა. 

დაპირისპირების შემდეგ სახლში მისულმა მოსწავლეებმა სიმართლე დამალეს. ჩალურჯებულ თვალსა და გატეხილ ცხვირზე მშობლებს უთხრეს, რომ თამაშის დროს დაუზიანდათ. რეალური ისტორია კი დაზარალებულის ოჯახის წევრებმა მაშინ გაიგეს, როცა გამომძიებელმა არასრულწლოვნები დაკითხვაზე მშობლებთან ერთად დაიბარეს.

ტერიტორიას, სადაც ეს დაპირისპირება მოხდა დაახლოებით 10-მდე ვიდეო თვალი აკონტროლებს. იმ რესტორნის ადმინისტრაცია, სადაც ჩხუბი დაიწყო, "კურიერს" უდასტურებს, რომ ყველა კამერის ჩანაწერი უკვე გამოძიებას აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროც და პროკურატურაც ამ საქმის გარემოებებზე ბევრს არაფერს ამბობს. მუხლით, რომლითაც გამოძიებაა დაწყბული არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობას ეხება. 

ამ შემთხვევაში საუბარია დანაშაულის განმეორებით ჩადენაზეც. გასაიდუმლოებულია ინფორმაცია, ფიგურირებენ თუ არა სხვა დანაშაულშიც ისევ ის პოლიციელები, რომლებიც მძიმე ბრალდებების მიუხედავად ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებიან.

დღის ამბები