16 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
ატოცის მიმართულებით, გვიან ღამით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები გადაადგილდებოდნენ

სოფელ ატოცის მიმართულებით გვიან ღამით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები გადაადგილდებოდნენ. ამ ფაქტის ამსახველი კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გადაიღეს. მათი ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დროის ასეთ მონაკვეთში საოკუპაციო ხაზთან სადამკვირვებლო მისიის მანქანები გამოჩდნენ და გამოთქვამენ ეჭვს, რომ ატოცში რაღაც ხდება ან მზადდება.

რაც შეეხება თავად ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებს - ისინი ამ დრომდე შაქშაქეთთან იმყოფებიან. პოლიცია მათ ატოცისკენ წასვლას უზღუდავს.

 

დღის ამბები