თელავში, რუსთაველის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამოთახიანი ბინა სრულად დაიწვა.
ცეცხლმა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი გაანადგურა. ხანძრის დროს სახლში შუახნის ქალი იმყოფებოდა, თუმცა მან შენობის დატოვება მოახერხა.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი და მეხანძრე - მაშველები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.