23 აპრილი 2024,   23:49
ვრცლად
სროლა კალიფორნიაში - დაღუპულია 3 ადამიანი

კალიფორნიის შტატში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემთხვევა ლონგ ბიჩთან მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. უცნობია, ინციდენტის დროს სახლში რამდენი ადამიანი იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ისინი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დანაშაული რამდენიმე ადამიანმა ჩაიდინა. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები