20 აპრილი 2024,   13:48
ვრცლად
მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანებამ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შეიტანა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით  საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შეიტანა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარით, ხოლო საჯარო სექტორში 135 ლარით, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.

კანონპროექტის მომზადებაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მუშაობდა, რომელმაც "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით შესაბამისი კვლევა ჩაატარა.

კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ 30 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა იქნება საჭირო.

დღის ამბები