კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომელიც პარკირების სისტემის დარღვევისთვის გაზრდილ ჯარიმას ითვალისწინებს, ოპოზიცია კვლავ კრიტიკით ხვდება.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლრვან ხაბეიშვილის განცხადებით, კახა კალაძე ყოველ მომდევნო მთავრობის სხდომაზე თბილისელებს ამცნობს, თუ როგორ ძვირდება ყოველდღიურად მათი ცხოვრება.
ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს ურჩევს დატოვოს მერის თანამდებობა და სამუშაოდ საგადასახადო სამსახურში გადაინაცვლოს.
"ჩამოყალიბდეს დედაქალაქის მერი, მე მას ვურჩევდი გადაინაცვლოს საგადასახადო სამსახურში, სადაც შესაძლოა საუკეთესო საგადასახადო ინსპექტორი აღმოჩნდეს საერთო ჯამში," - აცხადებს ჟურნალისტებთან ხაბეიშვილი.