20 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
"სამეფო კარის თამაშების" პრეისტორიის შესახებ "HBO" ახალ სერიალს გადაიღებს

კომპანია "HBO" "სამეფო კარის თამაშის" პრეისტორიის შესახებ ახალ სერიალს გადაიღებს. სერიალს "დრაკონის სახლი" ერქმევა.

"HBO" ტარგარიანების დინასტიის შექმნის შესახებ 10 სერიას გადაიღებს. ახალ სერიალში მოვლენები "სამეფო კარის თამაშის" ისტორიამდე 300 წლით ადრე განვითარდება.

სერიალის რეჟისორი მიგელ საპოჩნიკი იქნება, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი სერიალის რამდენიმე სერია 2016 წელს გადაიღო და "ემის" პრემია მიიღო. უცნობია, როდის გამოჩნდება "დრაკონის სახლი"  მსოფლიო ეკრანებზე.

დღის ამბები