18 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
თბილისში "Mercedes Benz"-ის მოდის კვირეული იწყება

თბილისში "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეული მარჯიელას ფოტოგრაფის გამოფენით გაიხსნა.

ჯონათან ჰალამმა თბილისში 32 პორტრეტი ჩამოიტანა. ექსპოზიცია მარჯიელას მოდის სახლის ისტორიას ასახავს. პარიზში გამართული ჩვენების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვანმა საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე გამოიტანა. გამოფენას პეტრიაშვილის ღვინის ქარხნის საექსპოზიციო დარბაზი მასპინძლობს.

30 ოქტომბერს თბილისში უკვე მეათედ იწყება მოდის სამყაროს მთავარი მოვლენა - თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული. 31 ოქტომბრიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოება  ქართველი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს პირველად იხილავს.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.

"ღვინის ქარხანა 1"-ში  კვირეულის სტუმრები არტისტის და ფოტოგრაფიაში ახალი გამომსახველობითი ხერხების ოსტატის ჯონათან ჰალამის გამოფენას "La Femme De Cabine - Martin Margiela"-ს დაესწრებიან.

ფოტოგრაფმა, რომელიც 1997-2008 წლამდე მარჯიელას ისტორიას და კულისებს იღებდა, თავდაპირველად მოდის სახლთან თანამშრომლობა თმის სტილისტად დაიწყო, თუმცა მალევე დიზაინერის გარემოცვის წევრი გახდა.

ჯონათან ჰალამის გამოფენაზე დამთვალიერებელი ანონიმი ქალების 32 პორტრეტით ბრენდის ისტორიის ყველაზე დაფარულ, მნიშვნელოვან და უნიკალურ მომენტებს იხილავს. აღსანიშნავია, რომ პარიზის დახურული ჩვენების შემდეგ თბილისი მეორე ქალაქი იქნება, რომელიც ამ პრივატულ გამოფენას უმასპინძლებს.


Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო ცენტრებიდან როგორიცაა Galeries Lafayette, Harvey Nichols, Moda Operandi, Browns Fashion და სხვა სავაჭრო ცენტრების შემსყიდველების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

დღის ამბები