25 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
არასწორ პარკირებაზე გაზრდილი ჯარიმა ავტობუსების სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება

კანონპროექტი არასწორ პარკირებაზე ჯარიმის გაზრდის შესახებ დროებით შეჩერებულია. დედაქალაქის მერის თქმით, დოკუმენტს კენჭს მას შემდეგ უყრიან, რაც ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება. კალაძის განმარტებით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უარი თქვას საკუთარ ავტომობილზე.

"როდესაც უკვე გვექნება განახლებული ავტობუსების პარკი, შემდეგ კენჭი ეყრება და შემდეგ შევა ძალაში და ამოქმედდება, მანამდე არა. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როდესაც ის იქნება განახლებული და ადამიანებმა თქვან არა საკუთარ ავტომობილებზე," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები