19 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
ISIS-მა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და მისი "მემკვიდრე" დაასახელა

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ მათი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ დაჯგუფების საინფორმაციო სააგენტო Amaq-ი იტყობინება.

ერაყელი ჯიჰადისტი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ამერიკულმა სპეცრაზმმა სირიის ჩრდილო-დასავლეთით მოკლა. ამის შესახებ განცხადება თავად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას გააკეთა, ტრამპის თქმით, სპეცოპერაციისას  ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა და შედეგად თავისი სამი შვილიც მოკლა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემცვლელად Amaq-ი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ ქურაიშის ასახელებს.

დღის ამბები