25 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
"თითოეული ჩვენგანი ვტირით" - ჭყონდიდელი სასულიერო პირებისთვის სინოდის გადაწყვეტილება მიუღებელია 

მრევლის მსგავსად, მეუფე პეტრესთან შეხვედრას მარტვილში ადგილობრივი სასულიერო პირებიც ელოდებიან, ისინი ჭყონდიდის ეპარქიის ეზოში არიან შეკრებილები. 

მღვდელმსახურები ამბობენ, რომ სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორია.

"კარდაკარ, რომ მიხვიდეთ ოჯახებში ყველა დაადასტურებს, თუ როგორ ზრუნავდა მეუფე პეტრე ჩვენზე და მოქალაქეებზე. ის გადაწყვეტილება, რაც დღეს სინოდმა მიიღო არის გულისამაჩუყებელი თითოეული ჩვენგანი ვტირით,"- ამბობს "კურიერთან" მამა იოანე დარცეველი.

"ეს არის ყოვლად მიუღებელი გადაწყვეტილება და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის სიცრუის გადაწყვეტილება, ეს არ არის ადამიანური და არ არის სულიერი გადაწყვეტილება,"- აცხადებს მამა კონსტანტინე გაბისონია.

დღის ამბები