23 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
"ფარული ჩანაწერების ტრადიცია და კომპრომატების ომი გრძელდება, ეს არის უღირსი ომი"- ხაზარაძე სინოდის სხდომაზე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "კურიერის" ეთერში სინოდის სკანდალური სხდომის შესახებ ისაუბრა. მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკლესიაზე, როგორც მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე ინსტიტუციაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სინოდის სკანდალი ასე არ დამთავრდება და მას გაგრძელება აუცილებლად ექნება. მისი თქმით, ამ პროცესში ჩართულნი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის რღვევისა და მითვისების პროცესებს მართავენ.

ხაზარაძემ ბოლოდროინდელი კიბერშეტევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს მოვლენები ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ეკლესია ამ კრიზისიდან, ხაზარაძე პასუხობს, რომ ეს გზა სიმართლესა და გამჭვირვალობაზე გადის. ხაზარაძის შეფასებით, მუდმივად ხდება ერთი სკანდალის სხვა სკანდალური თემით გადაფარვა, რაც მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების კონცენტრირებას უშლის ხელს. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების მხრიდან გაკეთებულ ბრალდებებს საზოგადოებისთვის და მრევლისთვის ინფორმაციის გამჭვირვალედ მიწოდება უნდა მოჰყვეს.

"ფარული ჩანაწერების ტრადიცია გრძელდება, კომპრომატების ომი გრძელდება, ეს არის უღირსი ომი,"- ასე შეაფასა მამუკა ხაზარაძემ ბოლოდროინდელი მოვლენები.

დღის ამბები