20 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
"ეს ყველაფერი ხელისუფლებას სპეცსამსახურებთან ერთად წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი" - ლევან სამუშია სინოდის სკანდალზე

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების კვალს ხედავს. ლევან სამუშიამ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოში დღეს მიმდინარე მოვლენები ხელისუფლებას, სპეცსამსახურებთან ერთად, წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.

"დეკანოზი, რომ გამართლებულიყო თავის დროზე ეს ამბები არ მოხდებოდა და ეს ყველაფერი იცის ხელისუფლებამაც. რა გგონიათ ხელისუფლება და სპეცსამსახურები ამას წინასწარ არ გეგმავდნენ?ხელისუფლებამ ეს ყველაფერი კარგად იცოდა, ეს არის ნოყიერი ნიადაგის მომზადება, ეკლესიაზე პირდაპირი დარტყმა და რატომ იცით? იმიტომ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტია,"-განაცხადა სამუშიამ.

დღის ამბები