19 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
"ადრე რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში, დღეს გადაწყვიტეს გაურკვევლობა შეიტანონ ეკლესიაში" - გახარია

საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოსა და ეკლესიაზე მიზანმიმართულ შეტევად აფასებს:

"ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ასეთი მცდელობა ჩვენ ადრეც ვნახეთ, როცა რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში, ეს არის დაუშვებელი და ჩვენ გვესმის, რომ პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და არავის მივცემთ უფლებას, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი ხვალინდელი დღე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები