20 აპრილი 2024,   01:29
ვრცლად
კორეა 2 ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გამოცდას ადასტურებს

ფხენიანი ორი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გამოცდას ადასტურებს. განცხადება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გააკეთა. რაკეტების გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პირადად არ ესწრებოდა.

რაკეტები გუშინ კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის ზღვაში ჩავარდა. ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო იაპონიამ და სამხრეთ კორეამ პროტესტი გამოხატეს და კორეის ნახევარკუნძულზე განიარაღების საკითხზე მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები