19 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
"მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმების სერია მრავალი თვეა ეკლესიაზე და გუშინ ამან მიაღწია პიკს“ - წულუკიანი  

"ჩვენ რაც ვიხილეთ აწ უკვე ყოფილი მეუფე პეტრეს მხრიდან, ეს არის არათუ დამაზიანებელი, ამგვარი ტიპის თავდასხმები მიზნად ისახავს ნგრევას, არის ანტიეროვნული“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. როგორც თეა წულუკიანი მიიჩნევს, ეკლესიაზე უკვე დიდი ხანია  მიზანმიმართული თავდასხმები მიმდინარეობს, ხოლო გუშინ ამან "პიკს“ მიაღწია.

"მეუფე იაკობის განცხადება დიდი სერიოზულობით არ გამოირჩეოდა. მე ამაზე კომენტარი თავის დროზე გავაკეთე, მაგრამ მას დამანგრეველს ვერ ვუწოდებდი. ბრმა უნდა იყო ალბათ  არ დაინახო ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმა და თავდასხმების სერია უკვე მრავალი თვეა ეკლესიაზე და გუშინ ამან მიაღწია პიკს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის თქმით, თუ ეკლესიაზე თავდასხმის სურვილი არსებობს, ამას ქმედებებიც მოსდევს თან. 

"სურვილი როცა არსებობს, რომ ეკლესიის რყევა მოხდეს, რასაკვირველია ამ სურვილს კონკრეტული ქმედებებიც მოჰყვება. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ვინ ვისი კრეატურაა, რა ჯგუფები მოქმედებენ და რომლები არიან დღეს წინა პლანზე წამოწეული თავისი კომენტარებით. ვინც არიან ადამიანები, რომლებსაც მუდმივად, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ ეს აზრად, რომ შერყევა დესტაბილიზაცია ყოფილიყო საქართველოში. გაიხსენეთ შინაგან საქმეთა სამინისტროზე შეტევა, პარლამენტზე შტურმი,“ - აცხადებს გია ვოლსკი. 

დღის ამბები