19 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
აზარტული თამაშების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის წინ აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, ორგანიზებით ტარდება. შეკრებილები, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან 4-პუნქტიანი გეგმით მივიდნენ.   

1. აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილას შესვლა.

2. აიკრძალოს აზარტული თამაშების ყველა სახის რეკლამა.

3. გამკაცრდეს აზარტული თამაშების რეგულირება.

4. ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, კაზინოები განთავსდება ტურისტულ ზონებში.

აქციის მონაწილეები ამ 4 პუნქტიანი გეგმით პეტიციას დაარეგისტრირებენ. მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილი მოქალაქეები ასევე ითხოვენ, პირველი  ნოემბერი აზარტულ თამაშებთან ბრძოლის დღედ გამოცხადდეს.

აქცია დაიწყო წუთიერი დუმილით, რომელიც სანდრო ბერაძის ხსოვნას მიეძღვნა.

 

 

დღის ამბები