25 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა - ცხოველების წამებაზე სასჯელი ამ დრომდე არ გამკაცრებულა

ამჯერად ნაწამები ცხოველები დიდ დიღომში იპოვეს. თავშესაფრიდან დაკარგული ძაღლები, რომელთაც 3 დღე ეძებდნენ, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს.

ცხოველის წამების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პირს, რომელმაც ძაღლები დახოცა, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავს შემთხვევებზე საუბრობენ ცხოველთა უფლებების დამცველები. მათი განმარტებით, სტატისტიკა რომ საგანგაშოდ მზარდია, ამას ბოლო პერიოდში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გახშირებული ფაქტები მოწმობს. 

როგორც "ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის თავმჯდომარე"  "კურიერთან" ამბობს,  შეტყობინება თავშესაფარში ყოველდღიურად შედის, აქედან ყველაზე ხშირად კი ცხოველი ადამიანის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია.

დიღომში ცხოველის სასტიკად მოკვლის შემდეგ ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 259 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

დღის ამბები