20 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
"აქ არ ვიცი რა მოხდება... მაგის სიკვდილი, რომ ნდომებოდა სხვა ადგილას ესროდა" - დაკავებულის მეუღლე მისი ქმრის გათავისუფლებას ითხოვს

მსხვერპლი, თუ მოძალადე? სოფელ მირზაანის გამგებლის შვილს რეკეტში ადანაშაულებენ. საუბარია 31 წლის კობა თარაშვილზე, რომელსაც კახეთში, ქვემო ბოდბეში ესროლეს. თუმცა, დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ გამგებლის შვილი ე. წ. ქურდული მეთოდებით, ხორბლის გამოძალვას ცდილობდა, პაატა მაჭარაშვილი კი, რომელიც პოლიციამ დააკავა, უდანაშაულოა და მხოლოდ თავს იცავდა.

დაკავებული მეუღლე, მისი ქმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მაია ნადირაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე ინციდენტის დროს აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა ამ მდგომარეობამდე, მირზაანის რწმუნებულის შვილმა მიიყვანა.

"აქ არ ვიცი რა მოხდება. ჩემს მეუღლეს, რომ მაგის სიკვდილი ნდომოდა სხვა ადგილას ესროდა და ადგილზე გარდაიცვლებოდა. ვითხოვ კანონიერებას, რომ ჩემი მეუღლე გამოუშვან, ჩემი მეუღლე მან მიიყვანეს აფექტურ მდგომარეობამდე,"- ამბობს დაკავებულის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბოდბეში გუშინ დაპირისპირება მოხდა, ინციდენტის დროს მირზაანის გამგებლის შვილი დაიჭრა, რომელიც ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანაშაული გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია იარაღი.

 

 

დღის ამბები