18 აპრილი 2024,   18:51
ვრცლად
"მეუფევ არ გინდა, გეხვეწები, ძმურად, მეგობრულად... მივიღეთ შედეგი ეს..." - მეუფე გრიგოლმა სინოდის სხდომის დეტალები გაამხილა

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველის თქმით, პატრიარქი მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას ჯერ კიდევ 3 წლის წინ აპირებდა, თუმცა მაშინ სინოდის წევრების თხოვნა გაითვალისწინა, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა და მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში დატოვა. მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, ის რამდენიმე ხნის წინ, ჩასული იყო მეუფე პეტრესთან და პატრიარქთან შერიგება სთხოვა, თუმცა მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ის თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

"გავიდა 3 წელი, მე მგონი 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, რომ უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს, იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, რომ თუ შეიძლება რომ ახლა მივცეთო გაფრთხილება, ერთი, ორი, სამი... გავიდა 5 სინოდი და იმის მერე ასეთი სიტუაციაა. ეს კიდევ მიიღო ერთი გაფრთხილება, უწმინდესის კურთხევით ჩამოვედი და ვუთხარი, რომ შეურიგდეს პატრიარქს, შეურიგდეს მღვდელმთავრებს. მეუფემ თქვა, - მე მივდივარ ბოლომდე.

კიდევ ვამბობ, ამ სინოდზე მეუფეები ადგნენ და უთხრეს, - მეუფევ არ გინდა, რატომ აკეთებ... ის მეუფეები, რომლებმაც სთხოვეს პატრიარქს 2017 წელს, ახლა სთხოვეს მეუფე პეტრეს, არ გააკეთო, გეხვეწები, ძმურად, მეგობრულად... მივიღეთ შედეგი ეს..." - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დღის ამბები