24 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
"პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, ის ავიდა ჯვარზე და ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან" - მეუფე გრიგოლი

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მღვდელმთავარი თავის ეპარქიაში ჩავიდა. მეუფე გრიგოლ კაციამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რთული სიტუაციია. კაციამ პატრიარქზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ილია მეორე პატრიარქის ტახტზე იქნება ბოლომდე:

"რთული სიტუაციაა, ვილოცოთ დღეს და გავიგოთ უფლის ნება. ჩვენ ვკითხეთ პატრიარქს ამ სიტუაციაში როგორ ვიყოთ და უწმინდესმა ასე ბრძანა. პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე. ის ავიდა ჯვარზე და ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დღის ამბები