19 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
დატბორილი ეზოები, განადგურებული ხეხილის და მანდარინის ბაღები - აჭარაში სტიქიას ებრძვიან

აჭარის ავტონომიურ რესპუბკლიკაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხვმა ნალექმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გამოიწვია. ხელვაჩაურიდან, ქედიდან და ქობულეთიდან სტიქიით დაზარალებული რამდენიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები.

სტიქიით დაზარალებული ოჯახები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა და
ე.წ "ოცნების ქალაქში" არსებულ მდგომარეობას გაეცნო, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები დაიტბოერა.

ამ ეტაპზე სტიქიის ზონებში ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები.

მეწყერი ხელვაჩაურში სოფელ ფერიაშიც ჩამოწვა, რასაც მანდარინისა და ხეხილის ბაღების განადგურება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია გაზის მილი. მათი ვარაუდით, არსებობს მეწყერის განმეორების საფრთხეც.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს.

დღის ამბები