25 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
ნინო ბურჯანაძის პარტია აჭარაში

ნინო ბურჯანაძემ ბათუმში "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" აჭარის რეგიონალური კონფერენცია გამართა. მონაწილეებმა რეგიონული თავმჯდომარე და პარტიის აჭარის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა აირჩიეს.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიულ მოძრაობას" აჭარაში კვლავ გია ცინცქილაძე უხელმძღვანელებს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, აჭარაში მათი მხარდამჭერთა რიცხვი დიდია და მომავალი არჩევნებისთვის თითოეულ ხმას დაიცავენ.

"ჩვენ აჭარაში არჩევნებისათვის მზადება დაწყებული გვაქვს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა,  აჭარის ორგანიზაციის კონფერენციაა, სადაც განახლებული საბჭოს შემადგენლობას და აჭარის  ორგანიზაციის  ხელმძღვანელს  ავირჩევთ. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას, მათი პრობლემების შესახებ ყველაზე კარგად ვიცი,“ -  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კონფერენციაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს.

დღის ამბები