19 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი აზიის ქვეყნებს ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ანტონიო გუტიერესმა აზიის ქვეყნებს ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტისკენ მოუწოდა - მან განცხადება ასეანის სამიტზე გააკეთა.

გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრებით, ქვანახშირის მოპოვება კლიმატის ცვლილებაზე აისახება. აზიის სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნების სამიტი ტაილანდის დედაქალაქში იმართება.

მთავარი თემა შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური უთანხმოებაა. ამერიკამ ჩინეთს ექსპორტირებულ საქონელზე ტარიფები დაუწესა.

საკითხის აქტუალობის მიუხედავად ბანკოგში ჩასვლას ტრამპი არ აპირებს.

დღის ამბები