20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
მამალაძის შეწყალების საკითხს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს - ლევან სამუშია

გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც.

ლევან სამუშიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება რეალურად არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მისაღებია.

როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი ფიქრობს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უბრალოდ გამტარი და ხელისმომწერი პირია, ხოლო გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. 

"რამდენად შეიწყალებს ზურაბიშვილი მამალაძეს ეს უკვე "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადასაწყვეტია, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის. ამ შემთხვევაში არავინ არაფერს კითხავს სალომე ზურაბიშვილს, ის არის უბრალოდ გამტარი, ფორმალობა და ხელისმომწერი პირი, " - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები