24 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
ლიბანში პრემიერის გადაგომის მიუხედავად აქციები გრძელდება

2 კვირიანმა მასშტაბურმა პროტესტმა ლიბანში შედეგი გამოიღო - ლიბანის პრემიერმა თანამდებობა დატოვა. ახლა ლიბანელები ახალი მთავრობის ფორმირების მოლოდინში არიან.

თუმცა პრემიერის გადადგომის მიუხედავად ბეირუთში გამოსვლები არ წყდება. ლიბანელები რევოლუციას ზეიმობენ.

საპროტესტო აქციების განმავლობაში მუსიკოსმა დიჯეი მაჰდიამ ღამის კლუბიდან ქუჩაში გადაინაცვლა. ის მთელი ღამის განმავლობაში მომიტინგეებს საკუთარი მუსიკით ამხნევებს.

"მე რევოლუციაში ვმონაწილეობ. ეს მსოფლიოში ყველაზე კარგი გრძნობაა. მუსიკის მიღმა მშვიდობის იდეაა. გვსურს პროტესტი ლამაზად და მშვიდობიანად გამოვხატოთ, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე," - აღნიშნავს დიჯეი მაჰდია.

დასავლეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰეზბოლა" ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. ჰეზბოლას ლიდერმა მომიტინგეებსა და პოლიტიკოსებს ერთიანობისა და დიალოგისკენ მოუწოდა.

"ახალი მთავრობის ფორმირება მალე უნდა მოხდეს. მათ აუცილებლად უნდა მოუსმინონ ხალხის მოთხოვნებს. მთვარობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გეგმა, რომელიც ქვეყანას კრიზისული სიტუაციიდან გამოიყვანს," - განაცხადა "ჰებზოლამ".

დღესვე ლიბანის დედაქალაქში ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგიც გაიმართა, დემონსტრანტებს პრეზიდენტმა მიშელ აუნიმ მიმართა.

"ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა არ ვართ, თავიდან ვერ მოგვიშორებენ. მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, რადგან რთული დღეები ჯერ კიდევ წინ არის," - განაცხადა მიშელ აუნიმ.

ფართო მასშტაბიანი ანტისამთვრობო გამოსვლები ლიბანში 17 ოქტომბერს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მომიტინგეები ხელისუფლებას კორუფციასა და ეკონომიკური კრიზისის შექმნაში ადანაშაულებდნენ.

 

 

დღის ამბები